ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

კორუფციული სკანდალი: ახალი კომპრომატი დავით კეზერაშვილზე

 

საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრზე დავით კეზერაშვილზე ამჯერად ებრაული მედია წერს. გამოცემა Haaretz-ის ცნობით, გალ ჰირში ისრაელის არმიის ბრიგადის გენერალმა კომპანია Defensive Shield, რომელიც საკონსულტაციო კომპანია იყო თავდაცვის სფეროში.

2015 წლის სექტემბერში ჰირში ისრაელის მთავარი პოლიციელის პოსტზე იყო წარდგენილი, თუმცა მას შემდეგ რაც მისი კომპანია Defensive Shield სკანდალში გაეხვა მისი კანდიდატურა აღარ განიხილეს.

გამოცემის ცნობით, კორუფციულ სქემაში ჩართული იყო კეზერაშვილიც.

Haaretz-ის ინფორმაციით, ისრაელის პოლიცია ეჭვობს, რომ კომპანია Defensive Shield-ის ხელმძღვანელობამ კეზერაშვილი მოისყიდა, რათა ათეულობით მილიონობით ამერიკული დოლარის ღირებულების კონტრაქტი მიეღო.

Haaretz-ის ცნობით, კეზერაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ეკავა. მასზე საქართველოში რამდენიმე საქმეა  აღძრული და მისი სახელი ე.წ “პანამის დოკუმენტებშიც” ფიგურირებდა.

“ამჟამად კეზერაშვილი ბრიტანეთში ცხოვრობს, ლონდონის სასამართლომ ცოტა ხნის წინ უარი თქვა მის ექსტრადირებაზე, რადგან ჩათვალა, რომ საქართველოს მოთხოვნა პოლიტიკურად მოტივირებული იყო.” – წერს გამოცემა.

 

 

 

 

იტვირთბა....