აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

შავი რუსები – რა ვიცით ჯგუფზე, რომელიც ლატვიის მიმართ პროვოკაციაზე პასუხისმგებლობას იღებს

ლატვიისა და ბელარუსის საზღვარზე მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა 7 ოქტომბერს უცნობმა ჯგუფმა, შავმა რუსებმა (Черные русы), აიღო. შესაბამისი მიმართვა მათ რამდენიმე პლატფორმაზე, მათ შორის ტელეგრამ არხზე გავრცელდა.

6 ოქტომბერს ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იანის დომბრავამ დაწერა, რომ ნიღბიანი შეიარაღებული პირები ბელარუსიდან ლატვიაში 20 არალეგალური მიგრანტის შეყვანას ცდილობდნენ და ლატვიის შეიარაღებული ძალების სამხედროებს ემუქრებოდნენ

. დომბროვამ აღნიშნა, რომ ლატვიელმა სამხედროებმა საზღვრის გარღვევის მცდელობა აღკვეთეს. მისი ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბელარუსის საზღვრის მხარეს იდგნენ და მიგრანტებს ლატვიის ტერიტორიისკენ გზავნიდნენ.

შემდეგში, შსს-ს ხელმძღვანელის ცნობით, ისინი ლატვიის ტერიტორიაზე შევიდნენ, დააზიანეს ელექტროფარი და მოიპარეს სათვალთვალო კამერები, რის შემდეგაც ბელარუსის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ. დომბრავამ ბელარუსი გააფრთხილა, რომ მსგავსმა ინციდენტებმა მათი ქვეყანა შესაძლოა “სერიოზულ შედეგებამდე” მიიყვანოს. 

განაგრძეთ კითხვა

იტვირთბა....