აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

უნგრეთმა ბავშვთა დაცვის კანონიდან ანტი-ლგბტქ დებულებები ამოიღო

უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ბავშვთა დაცვის“ კანონიდან ლგბტქ თემის საწინააღმდეგო დებულებების ამოღებას, რომელიც 2021 წელს, ვიქტორ ორბანის ხელისუფლების დროს მიიღეს.

საკანონმდებლო ცვლილებებს 139-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 51-ის წინააღმდეგ. ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ კონტენტში სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების „გამოსახვის“ ან „პოპულარიზაციის“ აკრძალვის ნაცვლად, ახალი კანონი 18 წლამდე ასაკის პირების დაცვას შეეცდება იმ მასალისგან, რომელმაც შეიძლება „სერიოზულად შეაფერხოს ბავშვის ფიზიკური, ინტელექტუალური, ემოციური ან მორალური განვითარება“.

უფლებადამცველების შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია დისკრიმინაციული კანონმდებლობის შესაცვლელად, თუმცა, არასაკმარისი, რადგან არ პასუხობს დისკრიმინაციულ ენას კონსტიტუციაში ან შეკრების თავისუფლების შესახებ კანონში არსებულ შეზღუდვებს, რომლებიც გამოყენებული იყო პრაიდის და სხვა ლგბტ თემთან დაკავშირებული შეკრებების აკრძალვისთვის.

აკრძალვის მიუხედავად, წელს ბუდაპეშტი პრაიდი ხელის შეშლის გარეშე ჩატარდა.

იტვირთბა....