აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა. „ჩემს გუნდთან ერთად უკვე გაერთიანებულ სამეფოში ვიმყოფები. დღეს შეხვედრა მექნება მის უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III-თან. ასევე გაიმართება მნიშვნელოვანი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, შეხვედრებზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს განიხილავენ.

„ვამზადებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაგვაძლიერებს. მადლობას ვუხდი მეფეს, პრემიერ-მინისტრსა და მთელ ბრიტანეთს მხარდაჭერისთვის!”- აცხადებს ზელენსკი.

იტვირთბა....