სარატოვის ოლქში სბერბანკის მეგა-მონაცემთა ცენტრზე თავდასხმის შემდეგ Mail.ru-ს, VKontakte-ს, Tochka Bank-ისა და Sberbank-ის მუშაობა შეფერხდა – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ ბოლო ერთი საათის განმავლობაში დაფიქსირდა დაახლოებით 3,800 საჩივარი Mail.ru-ზე, 386 – Tochka Bank-ზე, 168 – VKontakte-ზე და 139 – Sberbank-ზე.
დღეს უკრაინამ სარატოვის ოლქში სბერბანკის მეგა-მონაცემთა ცენტრს დაარტყა. „სბერბანკის“ მეგა-მონაცემთა ცენტრი არის მსხვილი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციფრული ინფრასტრუქტურა,
რომელიც უზრუნველყოფს „სბერბანკის“ (რუსეთის უმსხვილესი ბანკის) მონაცემთა დამუშავებას, შენახვას და მის საოპერაციო სერვერებს.

