უკრაინამ დონბასში კიდევ 88.17 კვ.კმ ტერიტორია გაათავისუფლა – ინფორმაციას უკრაინული მედია DeepState-ის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში კოლოდიაზი, ლიპოვოე და ზელენაია დოლინა გაათავისუფლეს.
მათივე ცნობით, ამავე რაიონში თავდაცვის ძალებმა კონტროლი აღადგინეს სტავკისა და შანდრიგოლოვოს მიმდებარედ. გამოცემა წერს, რომ ყველა ეს დასახლებული პუნქტი მდებარეობს ლიმანის ჩრდილოეთით, სადაც თავდაცვის ძალებმა წარმატებას მანამდეც მიაღწიეს ოპერაცია „ვივალდის“ მსვლელობისას.

