მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში მოსკოვის მიმართულებით თითქმის 500 დრონი დაფრინავდა – თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტში ფრენები შეიზღუდა – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სობიანინის თქმით, მათგან 180 მოსკოვთან მიახლოებისას ჩამოაგდეს.
მოსკოვის აეროპორტებში შეფერხებულია 87 რეისი, კიდევ 11 გაუქმებულია შეზღუდვების გამო. ყველაზე მეტი შეფერხებაა ვნუკოვოში – 54 რეისი. შერემეტიევოში შეფერხდა 28 თვითმფრინავი, დომოდედოვოში – 5. რეისების ნაწილი გადამისამართებულია სხვა აეროპორტებში.
გამოცემა წერს, რომ 13 ოქტომბრის საღამოს „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მოსკოვის ყველა აეროპორტში თვითმფრინავების მიღებასა და გაფრენაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა. მათივე ცნობით, მოსკოვისკენ მფრინავი 10-ზე მეტი თურქული თვითმფრინავი უკან დააბრუნეს.

