აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

ირანში 38 წლის მთამსვლელი სიკვდილით დასაჯეს

ირანში 38 წლის მთამსვლელი სიკვდილით დასაჯეს – ინფორმაციას Iran International ავრცელებს და წერს, რომ სასამართლო ალი-სინა მოსთაფავის ბრალად დებდა ქერმანში შეიარაღებული თავდასხმების განხორციელებას, მათ შორის სროლებს, რომელთა შედეგადაც, მშვიდობიანი მოქალაქეები დაიჭრნენ.

არსებული ინფორმაციით, მან ეს თავდასხმა ირანის უფლისწულ რეზა ფეჰლევისა და ისრაელის მხარდასაჭერად განახორციელა

. მათივე ცნობით, უფლებადამცველმა ორგანიზაცია Dadban-მა ერთი დღით ადრე გააფრთხილა საზოგადოება, რომ მოსთაფავის სიკვდილით დასჯა შესაძლოა უახლოეს ხანში მომხდარიყო, მას შემდეგ, რაც იგი სამარტოო საკანში გადაიყვანეს. გამოცემა წერს, რომ ციხის ადმინისტრაციამ საბოლოო შეხვედრისთვის ოჯახის წევრებს დაურეკა.

იტვირთბა....