აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

“გასულ ღამეს Starlink-ის ტერმინალების მუშაობა შეიზღუდა” – სერჰი სტერნენკო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი, სერჰი სტერნენკო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“გასულ ღამეს Starlink-ის ტერმინალების მუშაობა შეიზღუდა. 160 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილებისას კავშირი წყდებოდა.

შედეგად, რამდენიმე მნიშვნელოვანი მისია ჩაიშალა. სავარაუდოა, რომ SpaceX-მა ეს ზომები ტრამპის ადმინისტრაციის თხოვნით მიიღო.

ჩვეულებრივი თანამგზავრული კავშირის ტერმინალები ამჟამად შეუფერხებლად მუშაობს“ – წერს სერჰი სტერნენკო სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....