“ოქტომბრის განმავლობაში მოკლულია 6 770 რუსი სამხედრო, განადგურებული ან დაზიანებულია მტრის 30 494 სამიზნე” – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური, რობერტ მადიარ ბროვდი Telegram არხზე ავრცელებს:
“SBS დაჯგუფების შედეგების 13 ოქტომბრის ყოველდღიური ანგარიში – გასული დღის განმავლობაში SBS დაჯგუფების პილოტებმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან“ 633 ჭია გაანადგურეს. 24 საათის განმავლობაში განადგურდა/დაზიანდა მოწინააღმდეგის 2 210 უნიკალური სამიზნე.
ოქტომბრის განმავლობაში: 6 770 ჭია, 30 494 მტრის სამიზნე განადგურებულია/დაზიანებული” – წერს ბროვდი.

