უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების, Iskander-M-ის ტექნიკური მომსახურების ბაზას დაარტყეს.
12-13 ოქტომბრის ღამის იერიშების შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი ავრცელებს.
ობიექტი სოფელ კონდრინკასთან მდებარეობს. იგი გამოიყენებოდა ბალისტიკური რაკეტების განსათავსებლად განკუთვნილი თვითმავალი გამშვები დანადგარებისა და სატრანსპორტო მანქანების შესაკეთებლად.
ობიექტის დაზიანების მასშტაბი, განადგურებული ტექნიკის რაოდენობა და იერიშისას გამოყენებული შეიარაღება ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
ამასთან, ბრიანსკის ოლქში, სოფელ შკრიაბინოსთან, უკრაინულმა ძალებმა რუსულ რადარს დაარტყეს. დროებით ოკუპირებულ ლუჰანსკის ოლქში კი დოვჟანსკთან მდებარე საწვავ-საცხები მასალების, ხოლო რუბიჟნესთან საბრძოლო მასალების საწყობებზე მიიტანეს იერიში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების თავმოყრის ადგილებს დონეცკის, ზაპოროჟიესა და ლუჰანსკის ოლქების რაიონებშიც შეუტიეს.

