რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ქალაქ რივნეს ცენტრში უნივერსიტეტის შენობა დაბომბეს. დრონებით იერიშის შედეგად, დაშავდა სულ მცირე 20 ადამიანი. დარტყმამ მნიშვნელოვნად დააზიანა უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის მეორე სართული და ნაწილობრივ ჩამოანგრია ფასადი. შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

