აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება გამოკითხული ევროპელების 53%, ხოლო 47% – მომხრეა

ევროკავშირის მოქალაქეთა 53% ბლოკში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგემა, მომხრეა – 47%, – ამის შესახებ ნათქვამია იმ კვლევაში, რომელიც საერთაშორისო „ბერტელსმანის ფონდმა“ ივნისში ჩაატარა.

გამოკითხვაში მონაწილეობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების 16 795-მა მოქალაქემ მიიღო.

ამავე კვლევის მიხედვით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მომხრეა უკრაინელთა 83%.

აღსანიშნია, რომ მომდევნო წლებში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ყველაზე სკეპტიკური დამოკიდებულება გერმანიასა და რუმინეთში აქვთ. უკრაინის ინტეგრაციას მხარს უჭერს გამოკითხული გერმანელების 41%, ხოლო რუმინელების – 40%.

დაჩქარებული წესით უკრაინის გაწევრიანების მომხრეთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შვედეთში დაფიქსირდა, სადაც აღნიშნული პროცესის მომხრე გამოკითხულთა 69% გამოვიდა.

ცნობისთვის, 12 ოქტომბერს უკრაინისთვის მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნაზე თანხმობა ევროკავშირის ყველა წევრმა განაცხადა.

იტვირთბა....