ახალი ამბები მსოფლიო

მასშტაბური კიბერთავდასხმა საფრანგეთის სუპერმარკეტებზე – ჰაკერებმა მაცივრებში ტემპერატურა შეცვალეს, რის შედეგადაც, ტონობით პროდუქტი გადასაყრელი გახდა

მასშტაბური კიბერთავდასხმა საფრანგეთის სუპერმარკეტებზე – ჰაკერებმა მაცივრებში ტემპერატურა შეცვალეს, რის შედეგადაც, ტონობით პროდუქტი გადასაყრელი გახდა

საფ­რან­გეთ­ში ჰა­კე­რებ­მა სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლე­ბის შიდა სის­ტე­მებ­ში შე­აღ­წი­ეს. მათ დის­ტან­ცი­უ­რად მო­ი­პო­ვეს წვდო­მა იმ პროგ­რა­მულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე, რო­მე­ლიც მა­ღა­ზი­ებ­ში მა­ცივ­რე­ბი­სა და სა­ყი­ნუ­ლე­ე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რას არე­გუ­ლი­რებს.

შე­დე­გად ასო­ბით სუ­პერ­მარ­კე­ტის კო­ლო­სა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ცია გა­ფუჭ­და. ჰა­კე­რებ­მა ზო­გი­ერთ ად­გი­ლას, 50 გრა­დუ­სამ­დეც კი ას­წი­ეს მა­ცივ­რებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა.

  • “უკი­დუ­რე­სად სე­რი­ო­ზუ­ლი და უპ­რე­ცე­დენ­ტო იყო“ – გა­ნა­ცხა­და Coopérative U-ს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა.

კი­ბერ­შე­ტე­ვის შე­დე­გად და­ზა­რალ­დნენ ცნო­ბი­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლე­ბი. მათ შო­რის Intermarché, Netto, Carrefour, Monoprix და E.Leclerc, და ა.შ.

რო­გორც წესი, სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის სა­ყი­ნუ­ლე­ე­ბი ღა­მით ხან­მოკ­ლე გალ­ღო­ბას გა­დი­ან, რომ­ლის დრო­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა ოდ­ნავ იმა­ტებს. თუმ­ცა, ჰა­კე­რებ­მა მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი გა­ა­ცხე­ლეს. სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ გა­და­ე­ყა­რათ ტო­ნო­ბით გა­ყი­ნუ­ლი და მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ტი.

  • ჯამ­ში, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 400-ზე მეტი მა­ღა­ზია და­ზა­რალ­და. წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბით, მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ონ ევ­როს შე­ად­გენს.

ფრან­გმა პრო­კუ­რო­რებ­მა კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს. პა­რი­ზის პრო­კუ­რა­ტუ­რამ მომ­ხდარს “მას­შტა­ბუ­რი კი­ბერ­შე­ტე­ვა” უწო­და.

იტვირთბა....