12 ოქტომბრის საღამოდან 13 ოქტომბრის დილამდე მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 417 უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა. ამის შესახებ რუსეთის დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა.
მისი მტკიცებით, დრონების უმეტესობა რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვიდან მოშორებით გაანეიტრალეს, 65 კი დედაქალაქთან მიახლოებისას ჩამოაგდეს.
„12 ოქტომბრის 20:30-დან 13 ოქტომბრის 07:00 საათამდე მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 417 უპილოტო საფრენი აპარატი მოფრინავდა. მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა შორეულ მისადგომებთან გაანეიტრალეს. 65 უპილოტო საფრენი აპარატი კი მოსკოვთან მიახლოებისას გაანადგურეს“, – განაცხადა სობიანინმა.

