ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„დარწმუნებული ვარ, პატრიარქი ამ საქციელს მომიწონებს“

ახალი პოლიტიკური ძალის დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მას პატრიარქი ამ საქციელს მოუწონებს, – ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ ერთ-ერთ გადაცემაში ინტერვიუსას განაცხადა.

„მე ისე მიყვარს ჩემი პატრიარქი, რომ მე არასდროს ჩავაყენებ მას უხერხულ მდგომარეობაში და არ შევეკითხები: თქვენი მხარდაჭერა მექნება თუ არ მექნება, ეს იქნება ჩემგან ძალიან ცუდი საქციელი. ამიტომ, მე მასთან ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ მქონია. მე რა თქმა უნდა ვუთხარი, რომ ვაყალიბებ ფონდს,  ვუთხარი ჩემი გეგმები, მაგრამ არასდროს მიკითხავს, მე თქვენი მხარდაჭერა მექნება თუ  – არა.

მე გეტყვით ერთ რამეს, ყველა ამბობს, რომ  პატრიარქს უყვარს პაატა და პაატას უყვარს პატრიარქი, არის არასწორი, მე გეტყვით, რომ  ყველა უყვარს პარტიარქს, მე არ ვარ გამონაკლისი. არ არის ადამიანი, არც ერთი მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი, ჩვენი მოქალაქე, რომ პატრიარქს არ უყვარდეს, ამიტომაც მე მას ვერ ვაკადრებ ასეთ რამეს, რომ ჩავრთო ჩემს იმაში… თუმცა მე ვიცი ერთი რამ, რომ  ჩემი აზრით, ის მე ამ საქციელს მომიწონებს“ – განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ პაატა ბურჭულაძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფიციალურად დააფუძნა.

იტვირთბა....