ახალი ამბები მსოფლიო

ნიგერიაში ვაჭრებზე შეიარაღებული პირების თავდასხმას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში შეიარაღებული პირები ბაზრისკენ მიმავალ ვაჭრებს ჩაუსაფრდნენ და, სულ მცირე, 20 პირი მოკლეს. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ თვითმხილველებსა და სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც ცნობილია, შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ზამფარას შტატში მოხდა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, დაღუპულთაგან ოთხი ჯარისკაცია, სამი პოლიციელი, ხოლო ნიგერიის თავდაცვის კორპუსის ერთი ოფიცერი. ასევე, მოკლულია 12 მშვიდობიანი მოქალაქე. სამხედრო წყარომ ასევე განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად 19 პირი დაშავდა.

გამოცემა „როიტერი“ წერს, რომ ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შეიარაღებული ბანდების მიერ სოფლების ძარცვამ და გამოსასყიდის მისაღებად მაცხოვრებელთა მოტაცებამ უფრო მასობრივი სახე შეიძინა.

იტვირთბა....