აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკავშირში არსებობს გარკვეული ინტერესი საქართველოსთან პოლიტიკურ დონეზე დაბლა ისეთ საკითხებზე თანამშრომლობის მიმართ, როგორიცაა დაკავშირებადობა- რიკარდ იოზვიაკი

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს საკითხზე მოკლედ იმსჯელეს.

„არსებითად, მათი პოზიცია კვლავ უცვლელია: ქვეყანაში შეინიშნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური უკუსვლა, თუმცა არსებობს გარკვეული ინტერესი პოლიტიკურ დონეზე ქვემოთ ისეთ საკითხებზე თანამშრომლობის მიმართ, როგორიცაა დაკავშირებადობა“, – წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, მინისტრების უფრო ვრცელი დისკუსია იანვარშია მოსალოდნელი.

იტვირთბა....