აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჩართვა საუბარში, როგორ უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება, საქართველოსთან დიალოგი გადამწყვეტია- ველისლავა პეტროვა

საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჩართვა საუბარში, როგორ უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება, – ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ველისლავა პეტროვა – ჩამოვამ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უნდა დავფიქრდეთ, რომელ სექტორულ მიმართულებებში იქნება მისი როლი მნიშვნელოვანი.

„დროა, განვიხილოთ, სად ვართ ახლა და რა როლი შეუძლია, შეასრულოს საქართველომ. საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჩართვა საუბარში, როგორ უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება. კარგად უნდა დავფიქრდეთ, რომელ სექტორულ მიმართულებებში იქნება მისი როლი მნიშვნელოვანი, საქართველოსთან დიალოგი გადამწყვეტია. ვფიქრობ, ეს კარგი დროა, ამაზე დავიწყოთ საუბარი“, – განაცხადა ველისლავა პეტროვა – ჩამოვამ.

იტვირთბა....