ახალი ამბები მსოფლიო

“სადაც მომცა ღმერთმა ნიჭი, რომ ჩემი სამშობლოს ჯარისკაცი ვიყო, იქ ვაკეთებ ჩემს გასაკეთებელს… ღმერთმა არ ქნას, სხვაგან დასჭირდეს, იქ ვიდგები ისე, როგორც საჭიროა” – რას ამბობს ლაშა ბექაური

ბა­ქო­ში მიმ­დი­ნა­რე ძი­უ­დოს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, შე­რე­ულ გუნ­დურ ას­პა­რე­ზო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

ჩემ­პი­ო­ნა­ტის დას­კვნით დღეს, ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, ლაშა ბე­ქა­უ­რის ას­პა­რე­ზო­ბამ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

  • მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სპორ­ტსმენ­მა ცალ ფეხ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა მი­ი­ღო, ნატ­კე­ნი ფე­ხით ფრან­გი ძი­უ­დო­ის­ტი გა­დამ­წყვეტ ბრძო­ლა­შიც და­ა­მარ­ცხა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნა.

სპორ­ტსმენ­მა მე­დი­ას­თან შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:

“ეს არის ჩვე­ნი ომი. სა­დაც შეგ­ვიძ­ლია, რომ ჩვე­ნი სამ­შობ­ლო ვა­სა­ხე­ლოთ და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხე­ლი სა­ზღვრე­ბის გა­რეთ გა­ვი­ტა­ნოთ, მანდ უნდა იბ­რძო­ლო ბო­ლომ­დე, მე ასე ვუ­ყუ­რებ.

სა­დაც ღმერ­თმა მომ­ცა ნიჭი, რომ ჩემს სამ­შობ­ლოს ვე­სა­ხუ­რო და მისი ჯა­რის­კა­ცი ვიყო, იქ ვა­კე­თებ ჩემს გა­სა­კე­თე­ბელს.

გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტი იყო, სა­ქარ­თვე­ლოს თემა იყო, ჩემი ფეხი არა­ფერ შუ­ა­შია, მე ასე ვფიქ­რობ. გმი­რო­ბა ჩვენ სის­ხლში გვაქვს და ამა­ში გა­საკ­ვირ­ვი არ­ფე­რია. დღეს აქ სჭირ­დე­ბა ჩემს სამ­შობ­ლოს და აქ ვარ, ღმერ­თმა არ ქნას , სხვა­გან დას­ჭირ­დეს, იქ ვიდ­გე­ბი ისე, რო­გორც სა­ჭი­როა.” – გა­ნა­ცხა­და ბე­ქა­ურ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, თუ რა მო­უ­ვი­და ფეხ­ზე, ბე­ქა­ურ­მა უპა­სუ­ხა: ” არ ვიცი, ღმერ­თის წყა­ლო­ბით, იმე­დია მარ­ტი­ვად გა­მოვ­ძვრე­ბით”.

იტვირთბა....