კომპანია Yandex–ის განცხადებით, დრონებით თავდასხმის გამო რუსეთში, ვლადიმირში მისმა მონაცემთა ცენტრმა მუშაობა შეაჩერა.
კომპანიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია Yandex Cloud პლატფორმის ხელმისაწვდომობის ზონაში ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ.
საზოგადოებრივმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ვლადიმირში Yandex-ის მონაცემთა ცენტრზე თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა.
დღეს დილით ვლადიმირის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ავდეევმა დაადასტურა, რომ ვლადიმირის მახლობლად მდებარე „ინფრასტრუქტურულ ობიექტზე“ დრონით თავდასხმა მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. მისი ინფორმაციით, ახლომდებარე შენობების მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

