აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 17-მდე გაიზარდა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 17-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა.

უკრაინული მედიის თანახმად, თავდასხმის შედეგად ქალაქში დაზიანდა, სულ მცირე, 26 საცხოვრებელი შენობა – 23 მრავალსართულიანი შენობა და სამი კერძო სახლი შევჩენკოსა და ვოზნესენის რაიონებში. ასევე, დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობები და ფართები.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. კიდევ ექვსი ადამიანის ბედი უცნობია. ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს.

იტვირთბა....