აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

ახალი სტიქია ნეპალში – წყალმა საცხოვრებელი სახლები, ხიდები დაანგრია

ნეპალში ისევ სტიქიას ებრძვიან, ამჯერად წყალდიდობამ საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები დააზიანა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

წყალდიდობა 11 ოქტომბერს, ადრე დილით, გორხას რაიონში, მდინარე ბუდჰი-განდაკიზე მოხდა. წყლის ძლიერმა ნაკადმა წაიღო საცხოვრებელი სახლები, ორი დაკიდებული საფეხმავლო და ერთი საავტომობილო ხიდი. სტიქიის შედეგად დაინგრა ჰიდროელექტროსადგურ „ბუდჰი-განდაკის“ პროექტის სამშენებლო მოედანი და დაზიანდა ზოგიერთი მოწყობილობა.

შემთხვევის ადგილზე ამჟამად მაშველები მუშაობენ.

იტვირთბა....