პარტიზანული მოძრაობა „ატეშის“ წევრებმა რუსეთში, ვორონეჟის ოლქში თბომავალი გაანადგურეს – „ატეშის“ ცნობით, აგენტებმა რკინიგზის სადგურ „ლისკის“ რაიონში, სატვირთო თბომავალი გაანადგურეს.
ლოკომოტივმა ისეთი დაზიანებები მიიღო, რომელთა აღმოფხვრაც კაპიტალური რემონტის გარეშე ექსპლუატაციაში დაბრუნების საშუალებას არ იძლევა.
ლისკის კვანძი რუსეთის რკინიგზის მთავარ სამხრეთ მარშრუტზე გიგანტური არტერიაა, რომლის გავლითაც ეშელონები ვოლგისპირეთიდან, ურალიდან და ციმბირიდან ვალუიკის მიმართულებით მოძრაობენ.
სწორედ ამ მარშრუტით გადაისვრის რუსეთის სარდლობა უწყვეტად მძიმე ჯავშანტექნიკას, საწვავსა და ტონობით საბრძოლო მასალას თავისი დაჯგუფებისთვის, რომელიც უკრაინულ პოზიციებს კუპიანსკის მიმართულებით უტევს. მართვადი ლოკომოტივების დეფიციტის პირობებში, ეს იწვევს სამხედრო ტვირთებით დატვირთული ეშელონების დაგვიანებასა და ფრონტზე მომარაგების გრაფიკის შეფერხებას.

