სიკვდილმისჯილი ქალი, რომელიც ორგანიზმში სასიკვდილო ინექციის შეყვანის შემდეგ გადარჩა, საავადმყოფოდან გაწერეს და ციხეში დააბრუნეს – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადვოკატების განცხადების თანახმად, 50 წლის პაიკი იმ ციხეში დააბრუნეს, სადაც მან ბოლო 30 წელი გაატარა და ის კვლავ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პაიკმა ცნობიერება ამ კვირის დასაწყისში დაიბრუნა და ლაპარაკი დაიწყო.
იგი ითვლება ერთადერთ ადამიანად, რომელმაც სასიკვდილო ინექციით სიკვდილით დასჯის მცდელობას გაუძლო. ადვოკატების განცხადებაში აღნიშნულია, რომ პაიკი „მადლიერია მაშველებისა და სამედიცინო გუნდის, ამ არაორდინალურ გარემოებებში გაწეული დახმარებისთვის“.
პაიკი, რომელსაც სიკვდილით დასჯა 1995 წელს 19 წლის კოლინ სლემერის მკვლელობისთვის მიესაჯა, ტენესიში ორგანიზმში სასიკვდილო ინექციის შეყვანის შემდეგ გადარჩა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, სანამ სამედიცინო პერსონალი მის ორგანიზმს შეყვანილი ქიმიური ნივთიერებისგან წმენდდა
. ექსპერტები და მისი იურიდიული გუნდი აცხადებენ, რომ მისი გამოჯანმრთელება უპრეცედენტოა. ქრისტა პაიკი ითვლება ერთადერთ ადამიანად, ვინც სასიკვდილო ინექციას გადაურჩა.

