პანამის სამხრეთ ნაწილში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა და მას ათეულობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.
როგორც „როიტერი“ წერს, მიწისძვრამ შენობები დააზიანა, თუმცა ქვეყანამ ფართომასშტაბიანი ნგრევა და მსხვერპლი თავიდან აირიდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქიდან დაახლოებით 200 კილომეტრში, მეჩხრად დასახლებულ ტერიტორიაზე, 12,6 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ქალაქ პენონომეში, რომელიც ეპიცენტრსა და პანამას შორის მდებარეობს რამდენიმე შენობა ჩამოინგრა. მათ შორის იყო სასტუმრო, რომლის ჩამონგრევამაც მის ქვეშ გაჩერებული ავტომობილები მოიყოლა. ასევე, დაინგრა სამრევლო ეკლესიის კოშკი.

