უკრაინამ რუსეთში, Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში. ამჯერად, ისინი დრონებით თავს დაესხნენ კომპანიის ცენტრს, რომელიც კალუგის ოლქში მდებარეობს.
კომპანიის განცხადებით, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი “ნაწილობრივ მწყობრიდან გამოიყვანა” და მისი ინფრასტრუქტურის ნაწილიც დააზიანა.
“მონაცემთა ცენტრის რამდენიმე მოდული მთლიანად გაითიშა. ამან, შესაძლოა, Yandex-ის ზიგიერთ სერვისზე მიუწვდომლობა გამოიწვიოს”. – წერია Yandex-ის განცხადებაში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა, ზარალს კი ითვლიან.
ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, უკრაინამ Yandex DC-ის მონაცემთა ცენტრი რუსეთის რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოშიც დაბომბა.

