უკრაინამ რუსეთში, კომის რესპუბლიკის ქალაქ უხტაში, ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ადგილზე აფეთქებების, სროლისა და სირენების ხმა ისმოდა. ადგილობრივებმა ინტერნეტსივრცეში ვიდეოები გაავრცელეს, რომელშიც დრონები და შავი კვამლი ჩანდა.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) 9 ოქტომბრის დილას განაცხადა, რომ ქალაქ უხტას აეროპორტში ფრენებზე შეზღუდვები წესდებოდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ეს ქარხანა ბენზინს, დიზელსა და სხვა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს. ის უკრაინის საზღვრიდან, დაახლოებით, 1 700 კილომეტრით არის დაშორებული.

