აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მონტენეგროში ცნობილი რუსი სამხედრო პროპაგანდისტი, Z-ბლოგერი და -არხ Рыбарь-ის დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი დააკავეს.

მონტენეგროში ცნობილი რუსი სამხედრო პროპაგანდისტი, Z-ბლოგერი და -არხ Рыбарь-ის დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი დააკავეს. დამოუკიდებელი გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, მასთან ერთად დააკავეს მისი მეუღლე – ვალერია ზვინჩუკი და პროექტ Рыбарь-ის კიდევ 3 თანამშრომელი. ხუთივე მათგანი დღეს დილით, მონტენეგროს ქალაქ რისანში აიყვანეს. ადგილობრივი გამოცემების – Vijesti და Pobjeda-ს ინფორმაციით, მონტენეგროს პოლიცია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან ერთად სპეცოპერაციას ატარებს, რომლის მიზანიც კრემლის პროპაგანდის გამავრცელებელი საინფორმაციო ქსელის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთაა

მიხაილ ზვინჩუკი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომელია. მის მიერ შექმნილ Telegram-არხ Рыбарь-ს 1.5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და აქტიურად აშუქებს უკრაინის ომს პრორუსული პოზიციიდან. გამოცემა The Bell-ის ინფორმაციით, არხის დაფინანსებაში ადრე „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინიც მონაწილეობდა. ზვინჩუკი 2023 წლიდან ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების ქვეშაა, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მის შესახებ ინფორმაციაზე 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოც კი ჰქონდა გამოცხადებული

იტვირთბა....