აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმა დრონებით განხორციელდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ადგილზე აფეთქების რამდენიმე ხმა გაისმა. ასევე, ადგილზე შეინიშნება დაკვამლიანება.

ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 2,5 ათასი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, უდიდესია რუსეთში. ის „გაზპრომ ნეფტს“ ეკუთვნის და წელიწადში 22 მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავება შეუძლია. როგორც მის ვებგვერდზეა აღნიშნული, საწარმო აწარმოებს „რუსული ბენზინისა და მეხუთე ეკოლოგიური კლასის დიზელის საწვავის ყოველ მეექვსე ლიტრს“.

უკრაინულმა დრონებმა ქარხანას პირველად მიმდინარე წლის 6 ივლისს დაარტყეს. თავდასხმის შედეგად საწარმოში დაზიანდა ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარები, რის გამოც მან მუშაობა შეაჩერა.

იტვირთბა....