აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სკანდალი CIA-ში – ყოფილი მაღალჩინოსნის სახლში 40 მლნ დოლარის ღირებულების 300 ოქროს ზოდი იპოვეს: ის სადაზვერვო სააგენტოს მისი განათლების შესახებაც ატყუებდა

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს (CIA) ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა, დე­ვიდ ჯ. რაშ­მა, ვირ­ჯი­ნი­ის შტატ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 49 წლის მა­მა­კაც­მა ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბა და სამ­თავ­რო­ბო სახ­სრე­ბი გამ­დიდ­რე­ბის მიზ­ნით, მან თაღ­ლი­თუ­რად შე­ი­ძი­ნა 40 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ოქ­როს ზო­დე­ბი და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ფლო­რი­და­ში.

იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, რა­შის თაღ­ლი­თურ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ ფე­დე­რა­ლურ მთავ­რო­ბას და­ახ­ლო­ე­ბით 194 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა. პრო­კუ­რო­რე­ბი ასე­ვე ამ­ბო­ბენ, რომ ის გა­ნათ­ლე­ბა­სა და სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა­ზეც იტყუ­ე­ბო­და – რაში ამ­ტკი­ცებ­და, რომ ყო­ფი­ლი სა­ზღვაო ძა­ლე­ბის პი­ლო­ტი იყო და გა­ნათ­ლე­ბა კლემ­სო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და რენ­სე­ლე­რის პო­ლი­ტექ­ნი­კურ ინ­სტი­ტუ­ტში ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ის არც პი­ლო­ტი ყო­ფი­ლა და არც აღ­ნიშ­ნულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში უს­წავ­ლია.

“დე­ვიდ რაშ­მა ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნა თა­ვი­სი თა­ნამ­დე­ბო­ბა და უღა­ლა­ტა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას… სრუ­ლად უნდა აგოს პა­სუ­ხი თა­ვის ქმე­დე­ბებ­ზე“, – გა­ნა­ცხა­და რეტკლიფ­მა.

რა­შის ად­ვო­კა­ტი ჯე­სი­კა კარ­მა­იკ­ლი ოქ­როს ზო­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი დაც­ვის პო­ზი­ცი­ას ინარ­ჩუ­ნებს და აცხა­დებს, რომ მის კლი­ენტს ოქრო კა­ნო­ნი­ე­რად ჰქონ­და მო­პო­ვე­ბუ­ლი და სარ­დაფ­ში, სე­იფ­ში ინა­ხავ­და.

რაში ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა – იგი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მას 20 წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

იტვირთბა....