ახალი ამბები მსოფლიო

“სად ვარ?“ – სიკვდილით დასჯას გადარჩენილი კრისტა პაიკი საავადმყოფოში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ ალაპარაკდა

კრის­ტა პა­ი­კის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, სიკ­ვდი­ლით დას­ჯის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, მსჯავ­რდე­ბუ­ლი “გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და დაბ­ნე­უ­ლია”. ად­ვო­კატ რენ­დი სპა­ი­ვის თქმით, გაღ­ვი­ძე­ბის შემ­დეგ პა­ი­კის პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბი იყო: “სად ვარ?“ და “ვინ ხარ შენ?“.

  • 50 წლის პა­იკს 1995 წელს 19 წლის კო­ლინ სლე­მე­რის მკვლე­ლო­ბის­თვის სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს. 30 სექ­ტემ­ბერს იგი ლე­ტა­ლუ­რი ინექ­ცი­ის 2 დო­ზას გა­და­ურ­ჩა. ექ­სპერ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ის აშშ-ში ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნია, ვინც ლე­ტა­ლუ­რი ინექ­ცი­ის შემ­დეგ გა­დარ­ჩა.

პა­ი­კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მისი ად­ვო­კა­ტე­ბი ფიქ­რობ­დნენ, რომ ვე­ღარ გა­იღ­ვი­ძებ­და, თუმ­ცა სამ­შა­ბათს ქალ­მა სა­უ­ბა­რი შეძ­ლო.

პა­იკს პრო­ცე­დუ­რის შე­სა­ხებ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დე­ტა­ლი ახ­სოვს. მისი თქმით, სა­სიკ­ვდი­ლო ინექ­ცი­ის ჯგუფს ვე­ნის პოვ­ნა­ში თა­ვად და­ეხ­მა­რა, შემ­დეგ კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­იღ­ვი­ძა.

“არ ვი­ცით, რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ეს ყვე­ლა­ფე­რი მის ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე“, – გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ პა­ი­კი მომ­ხდა­რის გამო “გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და დაბ­ნე­უ­ლია“.

  • სა­სა­მარ­თლომ ტე­ნე­სის შტატს და­ა­ვა­ლა, შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა სიკ­ვდი­ლით დას­ჯის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მათ შო­რის კა­თე­ტე­რე­ბი, შპ­რი­ცე­ბი და სხვა მა­სა­ლე­ბი. ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­საძ­ლოა მო­მა­ვალ­ში შტა­ტის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს.

ტე­ნე­სის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ბილ ლიმ შტატ­ში სიკ­ვდი­ლით დას­ჯა წლის ბო­ლომ­დე შე­ა­ჩე­რა. ამას­თან, თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს შტა­ტის ცი­ხის უფ­რო­სიც.

იტვირთბა....