აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსებმა კრამატორსკში ავტობუსებს დაარტყეს – 12 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, კრამატორსკზე თავდასხმა განახორციელეს. ორ ავტობუსზე დარტყმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“რუსულმა ძალებმა კრამატორსკზე თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის ეპიცენტრში ორი ავტობუსი აღმოჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი. თოთხმეტი ადამიანი დაშავდა”, – აღნიშნულია დონეცკის რეგიონული პროკურატურის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს ავტობუსებს მგზავრები გადაჰყავდა.

იტვირთბა....