აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის მიერ პრილუკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

7 ოქტომბრის დილით რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ პრილუკიზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა – მათ შორის 5 ბავშვია. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ადასტურებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული ადამიანების რაოდენობა 54-ია, რომელთა შორის 7 ბავშვია. ნანგრევებში ადამიანების ძებნისა და სამაშველო სამუშაოები გრძელდება

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს დილით რუსეთმა ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

მაშველებმა ნანგრევებიდან 15 ადამიანის, მათ შორის ერთი ბავშვის, გადარჩენა შეძლეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ფსიქოლოგებმა დახმარება 36 ადამიანს გაუწიეს

იტვირთბა....