ახალი ამბები მსოფლიო

“ლეო, ამდენი წელი შენი ქვეყნისთვის იბრძოდი და დაწერე ისტორია, რომელიც მარადიულია” – კრიშტიანუ რონალდუ ლეო მესის

ლე­გენ­და­რულ­მა არ­გენ­ტი­ნელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა, ლეო მე­სიმ სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა. ნაკ­რებ­ში ბოლო, გა­ცი­ლე­ბის მატ­ჩიც გა­ი­მარ­თა, რის შემ­დე­გაც ფეხ­ბურ­თელ­მა “ინ­სტაგ­რამ­ზე” პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა

  • “გუ­შინ ჩემი ბოლო მატ­ჩი იყო და უკვე მე­ნატ­რე­ბა ცის­ფერ-თეთ­რი მა­ი­სუ­რით თა­მა­ში. ვიცი, რომ სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვი­ღებ. ეს იყო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა, სავ­სე სი­ხა­რუ­ლით და სევ­დით, მაგ­რამ და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი, რომ ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც გა­დავ­დგი, ღირ­და.

და კი­დევ ბევ­რი მაქვს სათ­ქმე­ლი. ჩემ­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე სი­ტყვით ან პოს­ტით გად­მოვ­ცე ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვგრძნობ. ეს მოგ­ზა­უ­რო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ჩემი ოჯა­ხის გა­რე­შე, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის ჩემს გვერ­დით იყ­ვნენ.

ჩემი მე­გობ­რე­ბი, ყვე­ლა თა­ნა­გუნ­დე­ლი და მწვრთნე­ლი, რო­მე­ლიც მყავ­და, მათ შტაბ­თან ერ­თად, ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. არ მინ­და და­ვი­ვი­წყო დი­ე­გო, რო­მელ­მაც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იქ და­ა­ყე­ნა, სა­დაც ის იმ­სა­ხუ­რებ­და.

მად­ლო­ბა კლუ­ბებს, რომ­ლებ­შიც ვთა­მა­შობ­დი, ყო­ველ­თვის პა­ტივს სცემ­დნენ ჩემს გრძნო­ბებს და სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევ­დნენ, თავი მი­მე­ძღვნა ჩემი ქვეყ­ნის­თვის, რო­დე­საც ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რის ჩაც­მის დრო დგე­ბო­და. და, რა თქმა უნდა, მად­ლო­ბა ღმერ­თს: მისი ნე­ბის გა­რე­შე, ვერც კი ვი­ოც­ნე­ბებ­დი აქამ­დე მიღ­წე­ვა­ზე”, – წერს მესი.

  • ლეოს პოსტს არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მათ შო­რი­საა მო­ე­დან­ზე მისი მთა­ვა­რი მე­ტო­ქე, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ. აი, რას წერს პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ვარ­სკვლა­ვი მე­სის პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში:

“ლეო, ამ­დე­ნი წელი შენი ქვეყ­ნის­თვის იბ­რძო­დი და და­წე­რე ის­ტო­რია, რო­მე­ლიც მა­რა­დი­უ­ლია. ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა იმის მი­მართ, რაც არ­გენ­ტი­ნას­თან ერ­თად მი­აღ­წიე. გეხ­ვე­ვი“, – წერს რო­ნალ­დუ.

იტვირთბა....