ბერლინში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ 30-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
აქცია „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის მესამე წლისთავზე გაიმართა.
გერმანული გამოცემა „შპიგელის“ ცნობით, დემონსტრანტების უმეტესობა ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი იყო. აქციის მონაწილეებს პალესტინის დროშები და სხვადასხვა შინაარსის პლაკატები ჰქონდათ. დემონსტრაციის დროს სკანდირებდნენ ლოზუნგებს, მათ შორის „პალესტინა“ და „ერთადერთი გამოსავალია რევოლუციაა“.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, აქციაზე დაახლოებით 700 ადამიანი იმყოფებოდა. დემონსტრანტებს შორის იყო შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი.
აქციის დროს დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ 30-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მათ შორის აკრძალული სიმბოლიკის გამოყენების გამო, მათ შორის ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასთან“ დაკავშირებული სიმბოლიკის გამოყენებისთვის.

