აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, დაშავდა 3 ადამიანი, 7 ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი

სტამბოლის მალთეფეს რაიონში 7-სართულიანი საცხოვრებელი შენობის ქვედა სართულების ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შვიდი ადამიანი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი და მათ ამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია შენობის ჩამონგრევა. ხელისუფლებამ მომხდარის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....