წელს რუსეთი ომზე რეკორდულ 200 მილიარდ დოლარს დახარჯავს. ინფორმაციას Bloomberg რუსეთის მთავრობის კაბინეტთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის რუსეთის ბიუჯეტიდან თავდაცვის ხარჯები 17 ტრილიონ რუბლს, დაახლოებით 199 მილიარდ დოლარს, მიაღწევს. მათივე ცნობით, ეს დაახლოებით 40 პროცენტით მეტია იმ თანხაზე, რომელიც რუსეთის მთავრობამ 2025 წლის ბოლოს ბიუჯეტის თავდაპირველ ვერსიაში გაითვალისწინა.
გამოცემა წერს, რომ ეს თანხა თითქმის უტოლდება 2027 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ სამხედრო ხარჯებს. Bloomberg-ის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა ერთი წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით. მაშინ მოსკოვი სამხედრო ხარჯების ზრდის შეზღუდვას გეგმავდა, რათა ბიუჯეტის დეფიციტი შეემცირებინა და ომის შედეგად დახარჯული რეზერვები აღედგინა.

