ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შაკირას და პიკეს დრამა გრძელდება – ყოფილი წყვილი 4 წლის შემდეგ სასამართლოში ისევ შეხვდა ერთმანეთს: რას ითხოვს კოლუმბიელი ვარსკვლავი?

კო­ლუმ­ბი­ელ­მა პოპ-ვარ­სკვლავ­მა შა­კი­რამ და “ბარ­სე­ლო­ნას“ ყო­ფილ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ჟერ­არ პი­კემ, და­შო­რე­ბი­დან 4 წლის შემ­დეგ, შვი­ლე­ბის მე­ურ­ვე­ო­ბის პი­რო­ბე­ბის შე­საც­ვლე­ლად კვლავ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თეს. 49 წლის მომ­ღე­რა­ლი ითხოვს, რომ 13 წლის მი­ლა­ნი­სა და 11 წლის სა­შას სა­ნა­ხა­ვად პიკე თა­ვად ჩაფ­რინ­დეს მა­ი­ა­მი­ში, რათა მო­ზარ­დებს ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ზე ხში­რი ფრე­ნე­ბი და გა­დაღ­ლი­ლო­ბა აე­რი­დოთ თა­ვი­დან.

სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, შა­კი­რა ითხოვს, რომ მოკ­ლე არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში პიკე თა­ვად ჩაფ­რინ­დეს აშშ-ში, მა­ი­ა­მი­ში შვი­ლებ­თან შე­სახ­ვედ­რად, ნაც­ვლად იმი­სა, რომ ბავ­შვე­ბი დაფ­რი­ნავ­დნენ ბარ­სე­ლო­ნა­ში. მომ­ღერ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მო­ზარ­დებს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სას­კო­ლო, სო­ცი­ა­ლუ­რი და ოჯა­ხუ­რი რუ­ტი­ნა, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი “ემო­ცი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი და აკა­დე­მი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის.

დო­კუ­მენ­ტებ­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ შა­კი­რა არ გეგ­მავს მა­მას­თან ბავ­შვე­ბის გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ის შემ­ცი­რე­ბას, არა­მედ სურს, რომ ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი ფრე­ნე­ბი­სა და დრო­ის სარ­ტყლის ცვლი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სტრე­სი მხო­ლოდ შვი­ლებს არ და­აწ­ვეთ ტვირ­თად.

შა­კი­რა და ჟერ­არ პიკე ერ­თმა­ნეთს 2010 წელს, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე შეხ­ვდნენ. წყვილს 2013 წელს პირ­ვე­ლი ვაჟი – მი­ლა­ნი, ხოლო 2015 წელს საშა შე­ე­ძი­ნა.

11-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ, 2022 წლის ივ­ნის­ში, წყვილ­მა და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. ხან­გრძლი­ვი და მე­დი­ა­ში ფარ­თოდ გა­შუ­ქე­ბუ­ლი და­ვის შემ­დეგ, მათ მი­აღ­წი­ეს შე­თან­ხმე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შა­კი­რას უფ­ლე­ბა მი­ე­ცა შვი­ლებ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად მა­ი­ა­მი­ში გა­და­სუ­ლი­ყო, ხოლო პი­კემ ცხოვ­რე­ბა ბარ­სე­ლო­ნა­ში გა­ნაგ­რძო.

2023 წელს მა­ი­ა­მი­ში გა­დას­ვლი­სას, შა­კი­რამ მე­დი­ას მო­უ­წო­და, პა­ტი­ვი ეცათ მისი შვი­ლე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის­თვის.

  • გა­მარ­ჯვე­ბა ეს­პა­ნე­თის სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ში და მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა

მიმ­დი­ნა­რე წელი შა­კი­რას­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა მუ­სი­კა­ლურ და იუ­რი­დი­ულ ფრონტზეც. მა­ის­ში ეს­პა­ნე­თის უმაღ­ლეს­მა სა­სა­მარ­თლომ იგი სა­გა­და­სა­ხა­დო თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბა­ში გა­ა­მარ­თლა და 60 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მე­ტის დაბ­რუ­ნე­ბა და­ა­კის­რა სა­ხელ­მწი­ფოს.

სა­გა­და­სა­ხა­დო უწყე­ბა ამ­ტკი­ცებ­და, რომ 2011 წელს მომ­ღე­რალ­მა ეს­პა­ნეთ­ში 183 დღე­ზე მეტი გა­ა­ტა­რა, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ მან ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ 163 დღე დაჰ­ყო, რის გა­მოც სა­გა­და­სა­ხა­დო რე­ზი­დენ­ტად ვერ ჩა­ით­ვლე­ბო­და. შა­კი­რას ად­ვო­კა­ტის, ხოსე ლუის პრა­დას თქმით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 8-წლი­ა­ნი უსა­მარ­თლო პრო­ცე­სის ლო­გი­კუ­რი და­სას­რუ­ლი იყო.

იტვირთბა....