ახალი ამბები მსოფლიო

პოლონეთის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულმა პირმა შვიდი მოქალაქე დანით დაჭრა

პოლონეთის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულმა პირმა შვიდი მოქალაქე დანით დაჭრა. გამოცემა „როიტერი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობითაც წერს, რომ თავდამსხმელი დაკავებულია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ის არის, რომ სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარა“, – განაცხადა ქალაქ ოსტროლეკას მერმა.

მედიის ცნობით, 19 წლის თავდამსხმელი იგივე სკოლის მოსწავლე იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ასევე ცნობილია, რომ დაშავებულებს შორის არის მასწავლებელიც.

იტვირთბა....