აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“ევროკავშირი საქართველოს რუსეთთან დამღუპველი კონფრონტაციისკენ უბიძგებს – ისინი თბილისს რეგულარულად საყვედურობენ ანტირუსულ სანქციებთან არშეერთების გამო” – მიხაილ კალუგინი

“ევროკავშირი საქართველოს რუსეთთან დამღუპველი კონფრონტაციისკენ უბიძგებს – ისინი თბილისს რეგულარულად საყვედურობენ ანტირუსულ სანქციებთან არშეერთების გამო” – მიხაილ კალუგინი განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირი კვლავ უპირატესობას ანიჭებს ულტიმატუმებისა და მუქარის ენას და მიიჩნევს, რომ შეუძლია ქვეყნებს უკარნახოს, ვისთან ჰქონდეთ ურთიერთობა და რომელ ღირებულებებს დაეყრდნონ… არსებითად, ბრიუსელმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა, ეღიარებინა მისი უფლება, ჩარეულიყო არა მხოლოდ ქვეყნის საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკაშიც – საქართველომ წინააღმდეგობა გაუწია ასეთ ნეოკოლონიურ მიდგომასა და მისი სუვერენიტეტის აგრესიულ შეზღუდვას, სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა ის „დემოკრატიულად ჩამორჩენილად“ გამოაცხადა.

მან საქართველოს ხელების გადაგრეხა დაუწყო იმის გამო, რომ ქვეყანა ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს. ევროკავშირი საქართველოს რუსეთთან დამღუპველი კონფრონტაციისკენ უბიძგებს – ისინი თბილისს რეგულარულად საყვედურობენ ანტირუსულ სანქციებთან არშეერთების გამო. დღეს ეს ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ წაყენებული მთავარი მოთხოვნაა.

საქართველოს ხელისუფლებამ პირდაპირ განაცხადა, რომ ნებისმიერი შეზღუდვა რუსეთზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა თავად საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე შედეგები ექნება. საბოლოოდ, ბრიუსელმა ქართულ ბიზნესზეც დაიწყო სანქციების დაწესება. „საქართველოსთან კავშირები ბუნებრივ ხასიათს ატარებს.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ორმხრივი ვაჭრობა თითქმის 20%-ით გაიზარდა, ხოლო რესპუბლიკაში ჩასული ტურისტების მეოთხედს რუსები შეადგენენ. ჩვენ ქართული ტრადიციული პროდუქციის მთავარი მომხმარებლები ვართ… ევროინტეგრაცია მუდმივად მიუწვდომელ ჰორიზონტს ჰგავს, რომლისკენ სწრაფვაც მხოლოდ გვაშორებს ნამდვილი ეროვნული ინტერესების მიღწევას.“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა.

იტვირთბა....