“ოქტომბრის განმავლობაში მოკლულია 3 244 რუსი სამხედრო, განადგურებული ან დაზიანებულია მტრის 14 766 სამიზნე” – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური, რობერტ მადიარ ბროვდი Telegram-ის საკუთარ არხზე ავრცელებს:
“SBS დაჯგუფების შედეგების 6 ოქტომბრის ყოველდღიური ანგარიში – გასული დღის განმავლობაში SBS დაჯგუფების პილოტებმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან“ 545 ჭია გაანადგურეს. 24 საათის განმავლობაში განადგურდა/დაზიანდა მოწინააღმდეგის 2 478 უნიკალური სამიზნე.
ოქტომბრის განმავლობაში: 3 244 ჭია, 14 766 მტრის სამიზნე განადგურებულია/დაზიანებული” – წერს ბროვდი.

