აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მივიღეთ განახლებული ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაზე მასიური დარტყმისთვის ემზადება – ვამზადებთ საპასუხო ზომებს- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი მასიური დარტყმის წინააღმდეგ ზომებს ამზადებს და დამატებით ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებსაც იღებს.

„დღეს დაზვერვისგან განახლებული ინფორმაცია მივიღეთ რუსების მიერ მასირებული დარტყმისთვის მზადების შესახებ. ვამზადებთ საპასუხო ზომებს. განსაზღვრულია ამოცანების მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულების ვადები, ხოლო პრიორიტეტული ამოცანები უკვე ხორციელდება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლებმა, რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოამზადეს დამატებითი ლოგისტიკური გადაწყვეტილებები უკრაინის ლოგისტიკის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ოპერაციის საპასუხოდ.

უკრაინა რუსეთის მხრიდან პოტენციური მასიური თავდასხმის საპასუხოდ საპასუხო ზომებსა და დამატებით ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებს ამზადებს.

იტვირთბა....