ახალი ამბები მსოფლიო

რა გახდა 28 წლის ლაბორანტის გარდაცვალების მიზეზი და რა ხდება რუსეთში – “შავი ჭირის” ეპიდემია რეალურია?

რუ­სეთ­ში, ციმ­ბირ­ში, ირ­კუტსკის ჭი­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტში 28 წლის ლა­ბო­რან­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ შე­საძ­ლო პნევ­მო­ნი­უ­რი ჭი­რის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ სე­რი­ო­ზუ­ლი შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

  • და­რია ში­პი­ლო­ვა, რო­მე­ლიც სა­შიშ ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და, 2 ოქ­ტომ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად ამ ეტაპ­ზე “უც­ნო­ბი ეტი­ო­ლო­გი­ის პნევ­მო­ნია“ სა­ხელ­დე­ბა, თუმ­ცა რუ­სულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქალი შე­საძ­ლოა, ე.წ. შავი ჭი­რით და­ინ­ფი­ცირ­და.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით 200 ადა­მი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ მო­ექ­ცა, ხოლო თა­ვად ჭი­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ინ­სტი­ტუ­ტის 60-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი იზო­ლა­ცი­ა­ში და­ტო­ვეს. რამ­დე­ნი­მე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შიც სა­კა­რან­ტი­ნო რე­ჟი­მი ამოქ­მედ­და.

რა მოხ­და ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში?

ერთ-ერთი მთა­ვა­რი ვერ­სი­ით, ში­პი­ლო­ვა 25 სექ­ტემ­ბერს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას სინ­ჯა­რას შე­ე­ხო, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, იერ­სი­ნია პეს­ტი­სის (Yersinia pestis – ბაქ­ტე­რია, რო­მე­ლიც ჭირს იწ­ვევს) – შე­ი­ცავ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, სინ­ჯა­რა შემ­თხვე­ვით გა­ტყდა და ქალი შე­საძ­ლოა, სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ინ­ფი­ცირ­და.

თუმ­ცა ეს ვერ­სია რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

Rospotrebnadzor-ის გან­ცხა­დე­ბით, ინ­სტი­ტუ­ტში პა­თო­გე­ნურ მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა და ჩა­ტა­რე­ბულ­მა და­მა­ტე­ბით­მა კვლე­ვებ­მა ში­პი­ლო­ვას და­ა­ვა­დე­ბა­სა და მის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას შო­რის კავ­ში­რი ვერ გა­მო­ავ­ლი­ნა.

რა­ტომ და­ი­წყო პა­ნი­კა?

საქ­მე გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბო იმი­ტომ გახ­და, რომ პნევ­მო­ნი­უ­რი ჭირი და­ა­ვა­დე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ფორ­მაა.

თუ Yersinia pestis ბაქ­ტე­რია ფილ­ტვებს აზი­ა­ნებს, ინ­ფექ­ცია ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი წვე­თე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს. და­ა­ვა­დე­ბა სწრა­ფად პროგ­რე­სი­რებს, თუმ­ცა დრო­უ­ლი ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პი­ის შემ­თხვე­ვა­ში, მკურ­ნა­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ამი­ტომ ში­პი­ლო­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მას­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის კონ­ტრო­ლი და­ი­წყეს.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ახ­ლო­ე­ბით 200 ადა­მი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ არის. ინ­სტი­ტუ­ტის 60-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი კი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ნო­ბა­ში ჰყავ­დათ იზო­ლი­რე­ბუ­ლი. მათი ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ნამ­შრომ­ლებს შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ და ნა­წი­ლი ია­ტაკ­სა და სკა­მებ­ზე იძი­ნებ­და.

შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და ირ­კუტსკის რამ­დე­ნი­მე სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც, არ უშ­ვებ­დნენ პა­ცი­ენ­ტე­ბის მნახ­ვე­ლებს და თა­ვად პა­ცი­ენ­ტებს გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­დათ.

რა­ტომ გაჩ­ნდა “შავი ჭი­რის“ დაბ­რუ­ნე­ბის შიში

პა­ნი­კა კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რა იმან, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად რუ­სე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­ში სი­ტყვა “ჭირი“ პირ­და­პირ არ ჟღერ­დე­ბო­და.

რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რი იგორ კობ­ზე­ვი სა­უბ­რობ­და “გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შიშ ინ­ფექ­ცი­ა­ზე“ და აცხა­დებ­და, რომ სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ირ­კუტსკის რე­გი­ონ­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, ში­პი­ლო­ვას და­ა­ვა­დე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბი წარ­მო­შო­ბის პნევ­მო­ნია იყო. ამ წი­ნა­აღ­მდე­გობ­რივ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უამ­რა­ვი კი­თხვა გა­ა­ჩი­ნა და მა­ლე­ვე გავ­რცელ­და ვერ­სი­ე­ბი, თით­ქოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­ლავ­და.

რა­ტომ გახ­და საქ­მე გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რე – საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ბი­ო­ლო­გი­უ­რი პროგ­რა­მა

ირ­კუტსკის ჭი­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ინ­სტი­ტუ­ტის ის­ტო­რია შემ­თხვე­ვით არ იქცა სა­ერ­თა­შო­რი­სო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ასე­თი კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, მათ შო­რის ჭი­რი­სა და სხვა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში პა­თო­გე­ნე­ბის შეს­წავ­ლით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი.

კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ასეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებს ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის პროგ­რა­მას­თან კავ­ში­რე­ბიც ჰქონ­და. სწო­რედ ამ წარ­სულ­მა გა­ა­ჩი­ნა კი­თხვე­ბი, რამ­დე­ნად სენ­სი­ტი­უ­რი კვლე­ვე­ბი ტარ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სეთ­ში მსგავს ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში.

იტვირთბა....