აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

“უცხოური დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ მოსკოვის მუქარების მიუხედავად ვაშინგტონი ამჟამად კიევში საელჩოს მუშაობის ფორმატის შეცვლას არ გეგმავს” – მარკო რუბიო

“უცხოური დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ მოსკოვის მუქარების მიუხედავად ვაშინგტონი ამჟამად კიევში საელჩოს მუშაობის ფორმატის შეცვლას არ გეგმავს” – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის დიპლომატიური მისიის თანამშრომლები გააფრთხილა, არ დარჩნენ და არ იმოგზაურონ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევსა და სხვა ქალაქებში განხორციელებული დარტყმების გამო.

გუშინ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ რუსულმა მხარემ მაისშიც მოუწოდა კიევში მყოფ უცხოელებსა და დიპლომატებს, დაეტოვებინათ ქალაქი და თავი შეეკავებინათ უკრაინაში ვიზიტისგან.

იტვირთბა....