აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთი უკრაინაში ხიდებზე დარტყმას აგრძელებს, ამჯერად იერიში ზაპორიჟიეში მიიტანეს

რუსეთმა 6 ოქტომბრის ღამეს ზაპორიჟიეში მდინარე დნეპრზე გადებულ ერთ-ერთ ხიდს დაარტყა. დარტყმის შედეგად ხიდზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია. დაშავდა ხუთი ადამიანი – ორი ქალი და სამი მამაკაცი.

დაშავებულთა შორის არიან 43 და 54 წლის მამაკაცები, რომლებიც წითელი ჯვრის თანამშრომლები არიან. თავდასხმის დროს ისინი სამსახურში მიდიოდნენ. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 5 ოქტომბრის საღამოს რუსეთის თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეში დრონი ასევე ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ხანძარი მეხუთე სართულზე ბინასა და მეექვსე სართულზე აივანზე გაჩნდა. დაშავდა ორი ადამიანი.

6 ოქტომბრის ღამეს რუსეთის იერიშის შედეგად კიევში, ობოლონის რაიონში, სასწავლო დაწესებულების სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთის არმიამ კიევში დნეპრზე გადებულ ხიდებსაც რამდენჯერმე დაარტყა. იერიშების სამიზნე, მათ შორის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ხიდები გახდა. მთლიანად კიევში დნეპრზე ცხრა ხიდია.

იტვირთბა....