პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს ახალი სამხედრო დანაყოფების, ასევე „აბრამსის“ ტანკებისა და „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემების ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში გაგზავნით. wiadomosci.onet.pl- ის ცნობით ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში იტყობინება.
„რამდენიმე კვირის წინ მივიღე გადაწყვეტილება, ლუბლინის რეგიონში „პატრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების ბატარეები განვათავსო. ვაპირებ, მოვინახულო იქ განლაგებული ჯარები, რომლებიც რეგიონის თავდაცვას უზრუნველყოფენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „პატრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების ბატარეები ლუბლინის რეგიონში განლაგდა“, – განაცხადა მან.
ასევე, მინისტრის თქმით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები პოლონეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების გაფართოების შესახებ.

