ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 51%-ზე მეტი მწყობრიდან არის გამოსული – უკრაინიას თავდაცვის სამინისტრო

შორ მანძილზე უკრაინის დარტყმების შედეგად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 51%-ზე მეტი მწყობრიდან არის გამოსული. ეს შეფასება უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაზვერვის, გენერალური შტაბისა და საკუთარი ანალიტიკოსების მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა, რასაც LIGA.net ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრ ევგენი ხმარას თქმით, ეს სისტემური დარტყმების შედეგია, რომლებიც რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შემცირებას ისახავს მიზნად.

„ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 51%-ის დაზიანება მტრის ეკონომიკისთვის, მისი აგრესიის განხორციელებისა და სამხედრო დაჯგუფებების მხარდაჭერის უნარისთვის მნიშვნელოვან დარტყმას წარმოადგენს,“ – დასძენს მინისტრი.

მისი უწყება ბოლო დროს დაზიანებულ ობიექტებს შორის მოსკოვის, იაროსლავის, კინეფის, პერმის, ილსკის, სარატოვისა და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებს, ასევე, უსტ-ლუგას კომპლექსს ასახელებს.

შორი მანძილის დრონები, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე თავდასხმა შეუძლიათ, თავდაცვის სამინისტროს ცალკე პრიორიტეტად რჩება. კერძოდ, სამინისტროს ცნობით, წელს უკრაინამ მისი წარმოება და შესყიდვები სამჯერ გაზრდა. უწყება შორი დისტანციის დარტყმითი შესაძლებლობების შემდგომ გაფართოებას გეგმავს.

იტვირთბა....