არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

ლატვიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კონსერვატიული პარტია „გაერთიანებული სია“ ლიდერობს

ლატვიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის მემარჯვენე კონსერვატიული პარტია „გაერთიანებული სია“ ლიდერობს, – ინფორმაციას მედია საშუალებები ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ლატვიის ცესკო-ს მონაცემებით, ხმების 98%-ის დათვლის შემდეგ მიღებული მონაცემებით, პარტიამ არჩევნებში ხმების 35.4% მიიღო. წინასწარი შეფასებით, ბლოკი სეიმში 100 ადგილიდან 42-ს მოიპოვებს.

ამასთან, მეორე ადგილზეა ბიზნესმენ აინარს შლეზერსის პოპულისტური პარტია „ლატვია პირველ რიგში“, რომელმაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 13.1% მიიღო. მესამე ადგილზეა „სუვერენული ძალა/ახალგაზრდა ლატვიელთა კავშირი“ – ხმების 11.7%-ით. სეიმში შესვლა კიდევ სამ პარტიას შეუძლია, რომლებმაც ასევე გადალახეს 5%-იანი ბარიერი, ეს პარტიებია : “ეროვნული ალიანსი” (8.9%), “პროგრესულები” (7.8%) და ლიბერალურ-კონსერვატიული “ახალი ერთობა” (6.3%).

ამ მონაცემებით, მოქმედი მმართველი კოალიციის ოთხი პარტიიდან პარლამენტში მხოლოდ სამი მოხვდება: “გაერთიანებული სია”, “ეროვნული ალიანსი” და “ახალი ერთობა”.

ლატვიის ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობამ 51.8% შეადგინა.

იტვირთბა....