აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

ესპანეთში ბარის ჩამონგრევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

ესპანეთში ბარის ჩამონგრევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დილით, ესპანეთის ლა-რიოხას პროვინციაში ბარი Tempranillo-ს შენობა ჩამოინგრა.

მედიის ცნობით, ჯერ შენობის იატაკი, ხოლო შემდეგ ჭერი ჩაინგრა.

შემთხვევის მომენტში შენობაში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა ადამიანები ნანგრევებიდან გამოიყვანეს.

დაშავებულთაგან ერთს მოტეხილობა, ხოლო დანარჩენებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

პოლიციამ ბარის ჩამონგრევის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....